სუს-ის ყოფილი ხელმძღავნელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიების ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. თუმცა, დაგვხვდა სხვა რეალობა. პირდაპირ დევნა იქნა მის მიმართ დაწყებული.
გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდეგ გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება ყველა იმ ბრალდებაზე, რასაც პროკურატურა ედავება ბატონ გრიგოლს“. - თქვა ადვოკატმა მას შემდეგ, რაც გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
"ჯერჯერობით ჩვენ საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მხოლოდ მოხდა ბრალდების წაყენება. ბრალდების დადგენილება რამდენიმე ფურცლიანია, სადაც აღწერილია ქმედებები, რასაც პროკურატურა გვედავება, მაგრამ სისხლის სამართლის მასალებს არ ვიცნობთ, არ გადმოგვცემია, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, გვექნება ჩვენი მოსაზრება.
ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე.
დავაყენებთ შუამდგომლობას მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ“,- განაცხადა ადვოკატმა.