ეს საზოგადოება ძალიან შეგნებულია და ესმის, რომ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ გაჩერება ნიშნავს რეჟიმის გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"ეს საზოგადოება ძალიან შეგნებულია და ესმის, რომ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ გაჩერება ნიშნავს რეჟიმის გამარჯვებას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს სიტერიული, რეპრესიული კანონების მიღება, რაც ახასიათებს რეჟიმს, ეს მათი სისუსტის ნიშანია. როცა ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ამდენი რეპრესიული კანონი არ გჭირდება! ტროტუარზე ნუ დადგებით, პირდაპირ საბჭოთა პრაქიკიდანაა გადმოღებული, სადაც 3 ადამიანიც რომ შეიკრიბებოდა, ეუბნებოდნან - გაიარეთ" - განუცხადა ზურაბიშვილმა "ტვ პირველს".