ადვოკატი ავთანდილ ჭაჭუა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ჭაჭუას გვამი დღეს დილით, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.
ავთანდილ ჭაჭუას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
მეზობლების განცხადებით, 60 წლის ჭაჭუა ბოლო პერიოდში დეპრესიაში იყო.
ჭაჭუა წლების წინ მოსამართლედ მუშაობდა.