დიდ ბრიტანეთში, დონკასტერიდან ლონდონში მიმავალ მატარებელში დანით თავდასხმა მოხდა.
თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ცხრას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება.
ინციდენტი ლონდონიდან ჩრდილოეთით 120 კილომეტრში, კემბრიჯშირის ოლქის ქალაქ ჰანტინგდონთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.
ინციდენტთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კომენტარი გააკეთა.
"ჰანტინგდონის მახლობლად მატარებელში მომხდარი საშინელი ინციდენტი ღრმად შემაშფოთებელია. ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა და მადლობას ვუხდი სასწრაფო დახმარების სამსახურებს სწრაფი მოქმედებისთვის", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.