პარიზის პროკურორმა განაცხადა, რომ ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ამგვარად, სამართალდამცავ ორგანოებში დაკავებული პირების საერთო რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.
პროკურორმა დაადასტურა, რომ 29 ოქტომბრის საღამოს, დედაქალაქის რეგიონში დააკავეს ხუთი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობდნენ.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი ძარცვის უშუალო მონაწილეა.
დანარჩენ ოთხს შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.
მანამდე, 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, ის თვითმფრინავში ასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.
მუზეუმიდან მოპარული სამკაულები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.