რუსები რამდენიმე საათის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქს უტევდნენ, რის შედეგადაც არიან დაშავებულები.
ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეში საერთო საცხოვრებელს დაარტყეს, რის შედეგადაც რამდენიმე სართული დაინგრა.
ფედოროვმა თავდაპირველად ოთხი დაშავებულის შესახებ განაცხადა. 45 წლის ქალი და 20 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორ ქალს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.
მოგვიანებით, ფიოდოროვმა განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
„დაჭრილებს შორის ექვსი ბავშვია - სამი გოგონა და სამი ბიჭი. ბავშვები 3-დან 6 წლამდე ასაკის არიან. ყველას უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება“, - დაწერა ფიოდოროვმა.
გარდა ამისა, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.