რუსული ტელეგრამ-არხებისა და მედიის ცნობით, რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შედეგად აფეთქებების ხმები ისმოდა. ოფიციალური მოსკოვის ცნობით, თავდასხმა 30 დრონით განხორციელდა.
ღამით, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის ინფორმაციით, „მოსკოვისკენ მიმავალი“ დრონები ჩამოაგდეს.
ტელეგრამ-არხ Astra-ს ცნობით, ადგილობრივები წერენ, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის რუსეთის დედაქალაქშიც.
„თვითმხილველების ფოტოების მიხედვით. კომუნარკაში (მოსკოვის ნაწილი) აფეთქებების შემდეგ კვამლი ჩანდა, ASTRA-მ კადრები გეოლოკაციაზე დააფიქსირა - ის მართლაც კომუნარკაშია გადაღებული; კვამლი ჩანს „პროეკტირუემი პროეზდის“ მიმდებარე ტყიან ტერიტორიაზე“, - წერს Astra.
27 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, „როსავიაციამ“ მოსკოვის „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში რეისების შეჩერების შესახებ განაცხადა.
ტელეგრამ-არხ Mash -ის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ქალაქებში: დომოდედოვოში, პოდოლსკში, დუბნაში, რამენსკოეში, კომუნარკაში, ტროიცკსა და კოლომნაში.
რუსული მედია წერდა, რომ თავდასხმის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები გვიანობამდე მუშაობდნენ.
დაახლოებით დილის 3:00 საათზე სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვს, სავარაუდოდ, 30 დრონით დაესხნენ თავს.
დილის სამი საათის შემდეგ, „როსავიაციამ“ „დომოდედოვოსა და „ჟუკოვსკის“ აეროპორტებში მუშაობის განახლების შესახებ განაცხადა.
მეთლი ღამის განმავლობაში კი კრემლთან “დრონებზე მონადირე” ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული მობილურ მეზენიტეთა ჯგუფები იყვნენ განლაგებული.