კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ღამით განხორციელებული რუსული თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიჭრა და სამი დაიღუპა, დაჭრილთა შორის შვიდი ბავშვია.
კიევის მერის კლიჩკოს ცნობით რომ საავადმყოფოში შვიდი ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ორი ბავშვია.
დაზიანება ქალაქის ოთხ ლოკაციაზე დაფიქსირდა: დესნიანის, ობოლონის და დარნიცის რაიონებში.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობა დესნიანის რაიონშია. იქ შაჰედის ტიპის რაკეტა ცხრასართულიან ბინას შეეჯახა.
დადასტურებულია, რომ დაშავებულია სულ მცირე 26 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის დედა და მისი 19 წლის ქალიშვილი.