უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა, დაშავდა რვა ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ხანძარი დარნიცისა და დესნიანის რაიონებში გაჩნდა. დარნიცის რაიონში ერთ საცხოვრებელ შენობაში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები გაიგზავნა.
დაშავებულთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მტრის თავდასხმის შედეგად კიევის დნიპროს რაიონში დაზიანდა საბავშვო ბაღის შენობა.
კიევში ბალისტიკური რაკეტის საფრთხის გამო, დილის 3:51 საათზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რამდენიმე წუთში უკრაინის დედაქალაქი ძლიერმა აფეთქებებმა მოიცვა.