იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეთორმეტე პაკეტს ამზადებს, რომელიც SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალასა და რაკეტებზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი თქმით, პაკეტი შესაძლოა წლის ბოლომდე მომზადდეს, რაც პარლამენტის პროცედურებზეა დამოკიდებული.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯორჯია მელონის მთავრობამ უკვე გაგზავნა 11 დახმარების პაკეტი, რომელთა საერთო ღირებულება 2.5-დან 3 მილიარდ ევრომდე მერყეობს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიამ კიევს SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი ბატარეა გადასცა. პაკეტების დეტალები მკაცრად დაცულ სახელმწიფო საიდუმლოდ რჩება.