შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მაშინვე ნერვიულობას იწყებს, როგორც კი აშშ უკრაინისთვის Tomahawk--ის ტიპის რაკეტების გადაცემას ახსენებს.
„შეხედეთ, როგორ ნერვიულობდა პუტინი, როდესაც ეს თემა წამოიჭრა. მას ესმის, რომ შორი მოქმედების იარაღს შეუძლია ომის მიმდინარეობის შეცვლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ.
„მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ყველაფერს, რაც უკრაინას ასეთი შესაძლებლობების მოპოვებაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია. შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მათ შორის Tomahawk-ები, მხოლოდ აშშ-ში არ არის და ისინი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც აქვს. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, აშშ-ის გარდა, Tomahawk--ის ტიპის რაკეტებს ასევე ფლობენ გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. ამასთან, ცოტა ხნის წინ აშშ-ისგან „ტომაჰავკების“ რაკეტები იყიდეს ნიდერლანდებმა და იაპონიამაც.