უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმატებით განახორციელა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის საჭირო ზომები და რომ ამერიკის „სწორი ნაბიჯები“ შეიძლება უკრაინისთვის იმუშაოს.
„ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი მთავრდება, მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ მშვიდობის გავრცელების იმპულსი.
ევროპაში ომის დასრულებაც შესაძლებელია და ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც შეერთებული შტატების, ასევე სხვა პარტნიორების ლიდერობას...
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო მძევლების გასათავისუფლებლად და ღაზაში ომის დასასრულებლად საჭირო ზომების გატარება.
რა თქმა უნდა, ამერიკის სწორ ნაბიჯებს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. ჩვენ შესაბამისი ხედვა გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან ისაუბრა.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს უკრაინის ენერგომატარებლებზე რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმები და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობა.