ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. BBC-ის ცნობით, 38-მა ავტობუსმა უკვე გადაკვეთა ღაზის საზღვარი.
ცნობილია, რომ ისრაელი „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 250 პალესტინელ პატიმარს და 1 700-ზე მეტ დაკავებულს გაათავისუფლებს.
250 პალესტინელი პატიმარს შორის 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება. დანარჩენი 100-მდე პირი კი სწორედ იმ ავტობუსებში იმყოფება რომლებიც რამალასკენ მიემართებიან.