აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი დარჩენილი მძევლები გათავისუფლდებიან მომავალ კვირას, ორშაბათს ან სამშაბათს, და რომ იგი კვლავ გეგმავს რეგიონში გამგზავრებას ამ მოვლენის აღსანიშნავად.
„შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.... მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება", - თქვა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ის „შეეცდება გამგზავრებას“ ამ მომენტის აღსანიშნავად, მათ შორის ეგვიპტეში გაჩერებას „ოფიციალური ხელმოწერისთვის“, რათა შეთანხმება აღინიშნოს.
ჩვენ წავალთ ეგვიპტეში, სადაც გვექნება ოფიციალური ხელმოწერა“,- აღნიშნა ტრამპმა.