პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოლდოველი ერისა და პირადად პრეზიდენტის, მაია სანდუს გამბედაობა დასჭირდა.
„ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის მოლდოველ ერსა და პირადად მაია სანდუს ნამდვილი გამბედაობა დასჭირდათ. თქვენ არა მხოლოდ გადაარჩინეთ დემოკრატია და შეინარჩუნეთ ევროპული კურსი, არამედ შეაჩერეთ რუსეთი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობებში. ეს ყველასთვის ღირებული გაკვეთილია“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 50.06%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.25%-ით.