აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღფრთოვანება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გამბედაობის მიმართ.
ამის შესახებ ნათქვამია Х-ში თეთრი სახლის მიერ გამიქვეყნებულ პოსტში.
„ის მამაცი ადამიანია და სასტიკ ბრძოლაშია“, - თქვა ტრამპმა
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ეს ციტატა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.
23 სექტემბერს, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა მას უფრო მეტად ენდობა და ესმის, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ინფორმაცია ტყუილი იყო.