გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოლოდინი, რომ ევროპა რაც შეიძლება მალე უარს იტყვის რუსულ ენერგორესურსებზე, რადგან ის „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.
თავის გამოსვლაში ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი არ დაიწყებოდა, ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, შემდეგ კი განაცხადა, რომ რუსეთისთვის ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების ჩამორთმევას მშვიდობის დამყარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს და ამ საკითხში ევროპისგან სრულ თანამშრომლობას ელის.
„ჩინეთი და ინდოეთი ამ ომის მთავარი დამფინანსებლები არიან - რადგან ისინი რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობენ. მაგრამ რაც გაუმართლებელია არის ის, რომ ნატო-ს ზოგიერთმა ქვეყანამაც კი არ თქვა უარი რუსეთის ენერგორესურსებზე... ამის შესახებ ორი კვირის წინ გავიგე და მე ბედნიერი არ ვიყავი. დაფიქრდით. ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის დაუწესოს რუსეთს ტარიფების ძლიერი პაკეტი
„თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, მაგრამ ევროპული ქვეყნები უნდა შემოგვიერთდნენ. ისინი ნავთობსა და გაზს რუსეთისგან ყიდულობენ, მაშინ როცა თავად ომში არიან მასთან. ეს მათთვის სირცხვილია. და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შერცხვათ, როცა ამის შესახებ გავიგე. მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ენერგორესურსების შესყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანი დიდ დროს დავკარგავთ. ამიტომ მზად ვარ, ეს საკითხი განვიხილოთ. დღეს ამას აქ შეკრებილ ევროპულ ქვეყნებთან განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები საფრთხესთან გაცილებით ახლოს არიან, ამერიკისგან განსხვავებით, რომელიც სხვა კონტინენტზე მდებარეობს.
მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ რუსეთიდან ენერგორესურსებისშესყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ბევრ დროს დავკარგავთ“, - განაცხადა ტრამპმა.