უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს, განუცხადა, რომ უკრაინისთვის ის არის Patriot-ის რაკეტებზე უკეთესი საჰაერო თავდაცვა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გენერალ კელოგს. აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც Patriot-ს არ ჩამოუვარდება. ეს ისეთი რამაა, რაზეც ყოველთვის საუბრობენ, როცა აქ ხართ. კიევში ყოფნისას კიეველებს ნამდვილად შეუძლიათ გამოიძინონ...
მზად ვარ გენერალ კელოგს მოქალაქეობა მივანიჭო. ყველაფერი რაც საჭიროა - ბინა, ყველაფერი, რაც სჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.