აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზაზე გადავიდეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის უკრაინაში ომის გამო მოსკოვის ან მისი ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ზღვარზეა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტრამპი არაერთხელ დაემუქრა მოსკოვს შემდგომი სანქციებით, თუმცა ეს მუქარა ჯერ არ შეუსრულებია თუმცა, ბოლო კომენტარები უფრო მკაცრ პოზიციაზე მიუთითებს, თუმცა ტრამპს არ უთქვამს, რომ ის ასეთი გადაწყვეტის ერთგულია ან რას შეიძლება მოიცავდეს „მეორე ფაზა“.
თეთრ სახლში ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „მეორე ფაზაზე“ გადასასვლელად, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მზად ვარ“. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რის შესახებ საუბრობდა.