"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მოანაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ ჯერ კიდევ მაშინ მიიიღო, როცა ბადრი ჯაფარიძე და ის ციხეში ჩასვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა მიზანი არის ერთი - ეს არის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ამ მიზნისთვის ჩვენ არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ როდესაც უკვე ვიჯექით ციხეში"- თქვა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება.