უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს შეხვდება.
„ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, თავდაპირველად პირისპირ, შემდეგ კი ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. საერთო ჯამში, ჩვენ საათ-ნახევარზე მეტი ვისაუბრეთ, დაახლოებით ერთი საათი პრეზიდენტ ტრამპთან... ...ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვგეგმავ მკვლელობების დასრულებისა და ომის დასრულების ყველა დეტალის განხილვას. გმადლობთ მოწვევისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ტრამპისა და პუტინის საუბრის შესახებ მიიღო ინფორმაცია და რომ „ამერიკის ძალაუფლება გავლენას ახდენს სიტუაციის განვითარებაზე“.
უკრაინის პრეზიდენტმაა ასევე მხარი დაუჭირა სამმხრივი შეხვედრის იდეას.