დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კვირა უკრაინის მომავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტისა და სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანის მცდელობისთვის. პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია - საერთაშორისო საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს ძალის გამოყენებით და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ევროპა მზად არის ამას მხარი დაუჭიროს და პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მუშაობას გააგრძელებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.“, – ნათქვამია განცხადებაში.