უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, ონლაინ შეხვედრას გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რათა განიხილონ მისი და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები. ამის შესახებ Reuters წერს.
ზელენსკის გარდა, ტრამპთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები მიიღებენ.
შეხვედრა 13 აგვისტოს, 12:00 საათზე (თბილისის დროით 16:00 საათზე) გაიმართება.
შეხვედრას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.
მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, , ევროპელ ლიდერებს ცალკე ონლაინშეხვედრაზე მიმართავენ.
ამის შემდეგ კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა შედგება.
ევროპელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ ისინი ალასკაზე მოლაპარაკებებში ევროპისა და უკრაინისთვის არასასურველი შეთანხმების მიღწევის რისკს ხედავდნენ.
„ახლა ჩვენ ფოკუსირებულები ვართ იმაზე, რომ ეს არ მოხდეს - ვიმუშაოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და შევინარჩუნოთ კოორდინაცია და ერთიანობა ევროპულ მხარეს. პარასკევამდე ჯერ კიდევ დიდი დროა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.