აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, შემდეგ კი სამმხრივ შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან ერთად. ამის შესახებ The New York Times ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა თავისი გეგმები ოთხშაბათს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს გაახმოვანა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.
The New York Times -თვის უცნობია, დაეთანხმნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას, თუმცა ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საიბარში ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ასევე ვიცე-პრეზიდენტი ჯეო დივენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.