აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.
„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალიან პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ბრძანება გავეცი, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავი იქნას განთავსებული შესაბამის რეგიონებში, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეუძლიათ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ვლადიმირ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ულტიმატუმს შეამცირებს.
„მას ორი რამ უნდა ახსოვდეს: 1. რუსეთი არ არის ისრაელი და არც ირანი. 2. ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარაა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. ნუ წახვალთ "მძინარა ჯოს" გზით!“, - დაწერა მედვედევმა.