აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უყოყმანოდ გასცემს ბრძანებას ირანის ბირთვული ობიექტებზე კიდევ ერთ იერიშზე, თუ ამის საჭიროება იქნება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი ირანის დაბომბვას, თუ აშშ-ის დაზვერვა ურანის გამდიდრების მტკიცებულებებს აღმოაჩენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, უეჭველად“.
მან განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ ირანი „მალე დაუბრუნდება ბირთვულ პროგრამას“ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გასულ შაბათს მის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.