კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი აღარ არის დაინტერესებული კანადის აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევით.
მან ასევე ხაზი გაუსვა კანადის მიერ ტრამპის ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ხარჯების ზრდა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ნიდერლანდებში ნატო-ს სამიტის ფარგლებში CNN-ის კორესპონდენტის, კრისტიან ამანპურის კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა ტრამპს კანადის ანექსია, კარნიმ უპასუხა: „არა, არ სურს“.
„ის აღფრთოვანებულია კანადით. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ შესაძლოა [ამიტომ] გარკვეული პერიოდის განმავლობაში [მას] კანადა სურდა“, - თქვა კარნიმ.