აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის მაცხოვრებლებს ქალაქიდან დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა.
ტრამპის თქმით, ირანს უნდა მოეწერა ხელი შეთანხმებისთვის.
„ირანს უნდა მოეწერა ხელი იმ შეთანხმებაზე, რომელზეც მე ვუთხარი. რა სირცხვილი და ადამიანების სიცოცხლის ფლანგვაა. მარტივად რომ ვთქვათ, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არაერთხელ მითქვამს! ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი!“ – წერს დონალდ ტრამპი.