აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინამ თავად გამოიწვია რუსეთის დარტყმების პროვოცირება სპეცოპერაცია „ობობის ქსელის“ განხორციელებით. ამის შესახებ ტრამპმა ჟურმალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეცვალა თუ არა ოპერაცია „ობობის ქსელმა“ მისი შეხედულება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ამან რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს უკრაინის ქალაქების დაბომბვის საფუძველი მისცა.
„მათ პუტინს საბაბი მისცეს, რომ მათთვის ჯოჯოხეთური დაბომბვა მოეწყო. სწორედ ეს არ მომეწონა. როცა დავინახე, ვთქვი: „ესაა. ახლა დაარტყამს“, - განაცხადა ტრამპმა.
1-ელ ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ობობის ქსელი“, რომლის შედეგადაც ოთხ რუსულ აეროდრომზე 41 ბომბდამშენი განადგურდა.