გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სრული ნდობა აქვს შეერთებული შტატების ერთგულების მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს. წერს Politico
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, სადაც ის თეთრ სახლში ტრამპს შეხვდა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკის მთავრობა ერთგულია ნატო-ს მიმართ“, - განაცხადა მერცმა.
აშშ-ის პრეზიდენტთან კერძო საუბრის შესახებ საუბრისას მერცმა აღნიშნა:
„კითხვა ასეთი იყო: აპირებს თუ არა ის [ტრამპი] ნატო-დან გასვლას - და პასუხი აბსოლუტურად მკაფიო იყო: „არა“. შემდგომი კომენტარი არ გაკეთებულა, - აღნიშნა მერცმა.
კანცლერმა ხაზი გაუსვა ამსაუბრის მნიშვნელობას. „რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი მთავარი თემა, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და ნატოს მომავალი“, - თქვა მან და დასძინა, რომ ევროპამ ახლა მეტი უნდა გააკეთოს თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.
ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მერცმა ასევე განაცხადა გერმანიისა და შეერთებული შტატების საერთო პასუხისმგებლობაზე, განახორციელონ უფრო მეტი ზეწოლა რუსეთზე.
საერთო ჯამში, მერცმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თავისი პირველი ვიზიტი დადებითად შეაფასა.