„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლუკა ნაცვლიშვილის პატიმრობას ეხმიანება.
"დღეს რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა!
არ შეგრჩებათ! ყველაფერზე აგებთ პასუხს!, -ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.
ხაზარაძე პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლუკა ნაცვლიშვილის მსგავს გულანთებულ ახალგაზრდებს წინსვლის და განვითარების საშუალება ჰქონდეთ.
„საჯარო პირობა მინდა მივცე ლუკას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში მისნაირ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით კი არ დააკავებენ, არამედ ყველანაირ პირობას შეუქმნიან წინსვლისთვის და განვითარებისთვის!" - წერს ხაზარაძე.