აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 მაისს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულებისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების თქმით, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არ არის უკრაინაში ომის დასასრულებლად, რადგან თავს გამარჯვებულად მიიჩნევს“.
როგორც WSJ აღნიშნავს, ევროპელი ლიდერებვ ფიქრობდნენ, რომ პუტინს მშვიდობა არ სურდა, თუმცა ეს ტრამპისგან პირველად გაიგეს.
ევროპელ ლიდერებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შემდეგი მოლაპარაკებები ვატიკანში გაიმართება. დელეგაციების შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.