აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ მისი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ონკოლოგიური დიაგნოზი საზოგადობისთვის უფრო ადრე არ გახდა ცნობილი. ამის შესახებ იუწყება Politico.
როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს ბაიდენის დიაგნოზის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ „ეს ძალიან სამწუხაროა“.
„ვფიქრობ, ეს ძალიან სამწუხაროა. გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებისთვის ეს უფრო ადრე არ გახდა ცნობილი, რადგან მე-9 სტადიამდე მიღწევას დიდი დრო სჭირდება“, - თქვა ტრამპმა,
შემდეგ მან ივარაუდა, რომ ექიმებმა, რომლებმაც ბაიდენს მისი კოგნიტური შესაძლებლობების დადებითი შეფასება მისცეს, კიბოს ადრეული ნიშნები გამორჩათ.
„თუ ეს ერთი და იგივე ან თუნდაც ორი სხვადასხვა ექიმია. რატომ არ განიხილებოდა მისი კოგნიტიური უნარები? ექიმმა თქვა, რომ ის კარგად არის და გამოჩნდა, რომ არ არის ასე. ეს ძალიან სახიფათოა. შეხედეთ, ეს სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. შეხედეთ, რა მდგომარეობაში ვართ. თქვენ საუბრობთ ყველა ამ საკითხზე, მაგალითად, უკრაინასა და რუსეთზე. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მეორე საკითხია, რატომ დასჭირდა ამას ასე დიდი დრო? ანუ, როდესაც ამ საფრთხის დონემდე მისვლას დიდი დრო, წლები შეიძლება დასჭირდეს. ეს ძალიან, ძალიან სამწუხარო სიტუაციაა და ამის გამო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ვფიქრობ, ხალხმა უნდა სცადოს, გაარკვიოს რა მოხდა. ეს დიდი, დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ბაიდენს კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინდა, მეტასტაზები ძვლებზეც არის გავრცელებული.