რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იმ ადამიანების ინტერესების უზრუნველყოფაა, რომლებიც რუსეთს თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ.
მისი თქმით, რუსეთს აქვს საკმარისი ძალა, რათა სპეციალური სამხედრო ოპერაცია თავისთვის საჭირო შედეგით დაასრულოს.
„ეს შედეგი არის იმ მიზეზების აღმოფხვრა, რომლებმაც გამოიწვია ეს კრიზისი, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფა იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსულ ენას მშობლიურად მიიჩნევენ და რუსეთი თავიანთ სამშობლოდ მიაჩნიათ“, – აღნიშნა პუტინმა.