უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხზე ისაუბრეს.
„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც“, - განაცხადა უმეროვმა.
მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა“, ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.