ქართული მხარის შეფასებით, რუსეთს ევროსაბჭოში თვეების განმავლობაში მომზადებული გეგმა ჩაუვარდა.
როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის მონიტორინგის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალიტებს ქართული დელეგაციის წევრმა, პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, რუსებს თვეების განმავლობაში მომზადებული ეშმაკური გეგმა ჰქონდათ.
"რუსებს პატარა ეშმაკური გეგმა ჰქონდათ, რომლის მიზანი იყო ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს ასამბლეას აღარ აინტერესებს პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები და მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემებითაა დაინტერესებული. ეს გეგმა ჩაუვარდათ", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ქართველი დეპუტატის გოკა გაბაშვილის თქმით, თვეების განმავლობაში რუსეთის დელეგაცია ყველანაირად ცდილობდა, მონიტორინგის კომიტეტს მიეღო რაიმე სახის რეზოლუცია ან დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭოს მიერ მიღებულ წინა სამ რეზოლუციას გააბათილებდა და აზრს დაუკარგავდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომნიტეტის სხდომაზე რუსული მხარე ასამბელის ფარგლებში საქართველო-რუსეთის საკითხის განხილვების დროს პოლიტიკური ასპექტების ამოღებას ითხოვდა.
როგორც რუსული დელეგაციის წევრმა, დუმის დეპუტატმა აღნიშნა, ევროსაბჭოში პოლიტიკური საკითხების ნაცვლად, ყურადღება ჰუმანიტარულ ასპექტებზე უნდა გამახვილდეს.