აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციათა პაკეტის ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ.
შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
აუბარია 2021 წლის 15 აპრილის 14024 დადგენილებაზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფართოვა.
შეზღუდვები თავდაპირველად შეეხო რუსულ კომპანიებსა და მოქალაქეებს, რომლებსაც ვაშინგტონი კიბერთავდასხმებში, არჩევნებში ჩარევასა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით სანქციებს დაემატა ახალი პუნქტები, მათ შორის ფინანსური შეზღუდვები.