აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მის მიერ დაწესებულ ტარიფებს, შეუძლიათ აირჩიონ ორი ვარიანტი: გადაიხადონ ან უარი თქვან აშშ-სთან შემდგომ თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ვესაუბრებით ბევრ ქვეყანას და, ბოლოს და ბოლოს, იცით, შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, მაგრამ გვინდა ვიყოთ სამართლიანები. ჩვენ დავაწესეთ ტარიფი. ისინი ირჩევენ ითანამშრომლონ თუ არა. ეს ის ადგილია, სადაც ჩვენ ვართ. ტარიფის დაწესება შეგვიძლია სხვადასხვა გზით. ისინი იხდიან, ვაჭრბენ ან უარს ამბობენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ მის მიერ დაწესებულ ტარიფებს ვინმე ზედმეტად მაღალ ნიშნულად მიიჩნევს.
„თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ზედმეტად მაღალი ფასია, ისინი არ უნდა იყვნენ ბიზნესში“, - დასძინა ტრამპმა.