ამერიკა ირანთან მპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 აპრილს განაცხადა.
„პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ირანთან, უკვე დაწყებულია, შაბათს გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ძალიან დიდი შეხვედრა და ვნახავთ, რა შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტი გარიგების დადებაა. ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ხელსაყრელ შედეგს მოიტანს.
გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა განმარტა, რომ შაბათს, 12 აპრილს, დიდი შეხვედრა "თითქმის უმაღლეს დონეზე" გაიმართება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის.
ტრამპმა განმარტა, რომ ახალ შეთანხმებას ექნება მრავალი განსხვავება ერთობლივი სამოქმედო ყოვლისმომცველი გეგმისგან და გახდება "ბევრად ძლიერი".