უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ევროპული სათხილამურო სკოლის აღსაზრდელებმა წვრთნა საქართველოს მაღალმთიანეთში გაიარონ.
როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპაში მდებარე სათხილამურო სკოლებთან, რათა იმ დროს, როდესაც ევროპაში თოვლი არ არის, მათ წვრთნა საქართველოში გაიარონ.
"ევროპული სათხილამურო სკოლის აღსაზრდელები იმ დროს, როდესაც ევროპაში თოვლი არ არის, სასწავლებლად ლათინური ამერიკის ქვეყნებში დადიან. ჩვენ ამ სკოლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ პერიოდში საქართველოში შემოვიდნენ და საკუთარი აღსაზრდელების სწავლა-განათლება-წვრთნა საქართველოში განახორციელონ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც საფრანგეთის, ასევე ესპანეთის სპორტულ სკოლებთან და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ისინი საქართველოში ჩამოვლენ", - განაცხადა ვვერა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ არა მხოლოდ ამ სკოლის აღსაზრდელები, არამედ პედაგოგები და მათი მშობლები.
მინისტრი აცხადებს, რომ პროექტში ჩართულია ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდოარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც უშუალოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ სკოლასთან, რათა ისინი დააინტერესონ.