აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სწავლობს კრემლის მიერ წამოყენებულ პირობებს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„ამჟამად ყველა მათგანს განვიხილავთ. ეს არის ხუთი ან ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში 25 მარტს. იუწყება CNN
ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ღრმა დისკუსიას აწარმოებს რუსეთთან და უკრაინასთან“. წერს The Guardian.
აშშ-ის წარმომადგენლებმა 23-25 მარტს ერ-რიადში ცალ-ცალკე მოლაპარაკებები გამართეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან.
მოლაპარაკებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ მხარეებთან შეთანხმდნენ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ამავდროულად, კრემლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტდა, რაც როსელხოზბანკის, სურსათისა და სასუქების მწარმოებლებისა და ექსპორტიორების წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა „უკვე დაიწყეს მანიპულირება“ და „ცდილობდნენ გადაატრიალონ შეთანხმება“.