აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბელ, ჰაიტელ, ნიკარაგუელ და ვენესუელელ 500 000-ზე მეტ მიგრანტს ლეგალურო სტატუსი გაუუქმა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დროებითი ნებართვის პროგრამებით მინიჭა. იუწყება CNN
პროგრამებში მონაწილე მიგრანტებმა ქვეყნა 24 აპრილამდე უნდა დატოვონ, ფედერალურ რეესტრში შეტყობინების გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ.
იანვარში, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გააუქმებს პროგრამებს, რომლებიც ზოგიერთ მიგრანტს საშუალებას აძლევს დროებით იცხოვრონ და იმუშაონ შეერთებულ შტატებში.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, „ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოროტად გამოიყენა დროებითი ყოფნის პროგრამების ჰუმანიტარული სამართალი და გაავრცელა იგი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებზე“.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ ბოროტად გამოიყენა ჰუმანიტარული პირობით გათავისუფლების პროგრამა, რათა განურჩევლად დაეშვა 1,5 მილიონი მიგრანტი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დღეს შეწყდა. ეს ქმედება დაბრუნებს ჰუმანიტარული პირობით გათავისუფლების პროგრამას თავდაპირველ მიზანამდე - მიგრანტების საკითხის ინდივიდუალურ განხილვამდე“, - დეპარტამენტის განცხადებაში.