აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას კრიტიკულ მინერალურ რესურსებზე.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი დედამიწის ლითონების წარმოების „არსებითად გაზრდის შესახებ“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე ვაფორმებთ შეთანხმებებს სხვადასხვა ადგილებში, რათა განვბლოკოთ იშვიათი მინერალების და მრავალი სხვა რამის მოპოვება მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით უკრაინაში“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ „ძალიან კარგად“ მუშაობს უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით და ერთ-ერთი, რაზეც მუშაობს არის უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რაც „ძალიან მალე“ მოხდება.
„[უკრაინას] დიდი მნიშვნელობა აქვს იშვიათ მიენრალებთან დაკავშირებით და ჩვენ ვაფასებთ ამას“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.