აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დასრულდა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ტრამპის თქმით, ახლახან დაასრულა "ძალიან კარგი საუბარი" ზელენსკისთან. მისი თქმით, საუბარი უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დაახლოებას ისახავდა მიზნად.
„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ და ვთხოვ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს განხილული საკითხების ზუსტად აღწერას. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, - წერს ტრამპი