რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიუწვევიათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იყო მიწვეული.
მისი თქმით, მიუნხენში საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლები არ იქნებიან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა ასევე განაცხადა, რომ ღონისძიებისთვის რუსეთის არც ერთი წარმომადგენელი არ იყო აკრედიტებული.
ამიტომ, მისი თქმით, ის „ფრთხილია“ ვაშინგტონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენში დაგეგმილია მოლაპარაკებები ამერიკელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის.
როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.