აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა.
აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
სანქციების თანახმად, ნებისმიერი აქტივი, რომელსაც კარიმ ხანი აშშ-ში ფლობს, არის გაყინული და მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.
შგახსენებთ, გასული წლის მაისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემა მოითხოვა. ასევე, კარიმ ხანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.