უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის დაწყებამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დაიდება უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე, წარმატების შანსი არ ექნება.
კალასს ჰკითხეს, გრძნობდა თუ არა, რომ უკრაინაში ომის შესახებ შეთანხმების გაფორმება ევროპელების ზურგს უკან უკვე დაიწყო.
„როგორც ვთქვი, ნებისმიერი შეთანხმება ჩვენს გარეშე განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან ევროპისა და უკრაინის მონაწილეობა ამ შეთანხმების შესრულებისთვის აუცილებელია. ასე რომ, უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას და ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თქვენ გჭირდებათ ევროპა და უკრაინა ამ შეთანხმების შესასრულებლად. ასე რომ, მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ გარეშე, თქვენ შეიძლება შეთანხმდეთ რაზეც გინდათ, თუმცა ეს უბრალოდ წარუმატებელი იქნება შესრულების გარეშე. ნებისმიერი სწრაფი მოგვარება არის ბინძური გარიგება, რომელიც წარსულში გვინახავს, როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად მინსკის შეთანხმებებზე და ეს უბრალოდ არ იმუშავებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.