ივანიშვილი წავა აუცილებლად ხელისუფლებიდან, როგორც სერბეთის პრემიერი გადადგა, ისე მოულოდნელად გადადგება კობახიძე და დაინიშნება ახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
"პოლიტიკური პროცესი ჩანაცვლდა სახალხო პროტესტით, მაგრამ მე მგონი დროა, იმ ოთხმა პოლიტიკურმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ის დღის წესრიგი აიღოს, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. ბოლო თვეების განმავლობაში, ძირითადი კითხვა იყო გეგმა- გეგმა არის ერთიანობა, ერთიანი ფრონტის შექმნა საზოგადოებასთან, პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ამას კი სჭირდება პოლიტიკური კოალიციების ერთად მუშაობა. თუ პოლიტიკური ოპოზიცია არ შეიქმნა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ გავაჩინეთ, უბრალოდ ეს პროცესი შესაძლოა, სხვა მიმართულებით წავიდეს.
როგორც არასდროს, დღეს ამ ოთხი კოალციიის გაერთიანების ერთობლივი ფორმატის შექმნაა საჭირო, რათა ყველამ დაინახოს, რომ არსებობს კონსენსუსი ძირითად საკითხებზე,“ - განაცხადა ხაზარაძემ.