თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 5 000 ლარით დააჯარიმა.
შსს ნანუკა ჟორჟოლიანს ედავებოდა 3 იანვარს აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გზის გადაკეტვა იქნება მომავალშიც.
"გზის გადაკეტვა იქნება ხვალ, იქნება ზეგ, იქნება მანამდე, ვიდრე პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს გარეთ არ გამოუშვებენ", - თქვა ჟორჟოლიანმა.
ფოტო: პუბლიკა