კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბათუმში, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ "გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!".
"კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა! "ქართული ოცნების" ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, "ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან! ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!", - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 იანვარს, ღამით, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.